თინათინ ჯაფარიძე გაეროს ჰიმნის თანაავტორი, კომპოზიტორი და შემსრულებელია. თუმცა, ეს მისი პროფესიების ჩამონათვალის მხოლოდ მცირე ნაწილია. მწერალი, უსაფრთხოების და კომუნიკაციების სპეციალისტი, ჟურნალისტი და მენტორი, თბილისში, მოსკოვში, ლონდონში, ნიუ-იორკში ცხოვრობდა და ბოლოს ვაშინგტონამდე ჩამოვიდა.
ღარიბაშვილს პოლარიზაციის დასრულების ნაცვლად მისი გაღრმავება სურს; ანდრიუს კუბილიუსი და ოლექსი გონჩარენკო „ამერიკის ხმის“ რეპორტაჟში.
"საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვიცით ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობას ძალიან უნდა ევროკავშირში გაწევრიანება და ამ სურვილს ჩვენც ვიზიარებთ და ამიტომაც ვცდილობთ დავეხმაროთ საქართველოს მიაღწიოს ამ მიზანს"- ამბობს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ოფიციალური პირები, ჩემი აზრით, ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც ევროკავშირთან და თავისუფალ სამყაროსთან ვერ იქნება თავსებადი. მაგრამ ქართველი ხალხი, ნამდვილად იმსახურებს ამას და ამიტომაც საქართველოს უნდა ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი"- რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო.
რუსეთის მიერ დაწყებული ომი უკრაინას არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც უტევს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით უკრაინის ეკონომიკა, 2022 წელს, შესაძლოა 45%-ით შემცირდეს. უკრაინის ფინანსთა მინისტრის, სერჰი მარჩენკოს შეფასებები.
ტელეკომპანია “მთავარის” დამფუძნებლისა და დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებამ, დასავლეთში მწავე კრიტიკა გამოიწვია. საქართველოს მეგობრები ამ ნაბიჯს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და საქართველოს მთავრობას აფრთხილებენ, არ გადაუხვიოს დემოკრატიის გზიდან.
49 ხმით 51-ის წინააღმდეგ, სენატმა ვერ შეძლო ამერიკაში ქალებისთვის აბორტის უფლება ფედერალურ დონეზე განემტკიცებინა. დემოკრატების ნაწილმა და რესპუბლიკელებმა, სრული შემადგენლობით, კონგრესის ზედა პალატაში, ქალებისთვის აბორტის უფლების მინიჭების პრეროგატივა შტატებს დაუტოვეს.
ეთერ ჭკადუა უკრაინის დახმარებას საკუთარი ხელოვნებით ცდილობს. მისი ნამუშვრები ამერიკის 3 სხვადასხვა აუქციონზეა გატანილი, შემოსული თანხა კი უკრაინის მხარდასაჭერ ფონდში გადაირიცხება. ეთერ ჭკადუა, რომლის ოჯახიც აფხაზეთიდანაა დევნილი, თვლის, რომ ახლა უკრაინაში გადის საქართველოს მომავლის ხაზიც.
დონბასის სრული ოკუპირება და უკრაინის ნეიტრალიტეტი- პუტინი ეცდება, რომ გამარჯვებად, სწორედ ეს მიყიდოს რუსეთის მოქალაქეებს,- ამბობს მიხაილ ხადარკოვსკი. როდის და როგორ შეიცვლება სიტუაცია და აღუდგება თუ არა წინ საკუთარი ხალხი ვლადიმირ პუტინს.
საქართველოს გადაწყვეტილებას არ შეერთებოდა დასავლეთს რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში და პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან გაეწვია უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის, დევიდ კრამერი, ბუშის ინსტიტუტის, გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორი აფასებს.
„სანქციები არ მუშაობს, მოდით პირდაპირ ვთქვათ“- თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა. ვაშინგტონში დიპლომატები, ექსპერტები, გაოგნებულები არიან საქართველოს მთავრობის რეაქციით. დენიელ ფრიდი, ღარიბაშილს 2008 წელს უკრაინელების მხარდაჭერას ახსენებს. დეტალები ჩვენს სიუჟეტში.
მეტის ჩატვირთვა