რუბრიკა ქართველები ამერიკაში წარმოგიდგენთ დიზაინერ ირაკლი იმერლიშვილს
ამერიკის ხმა გაგაცნობთ ქართველ დიზაინერ ირაკლი (ირა) იმერლიშვილს. ის 15 წელიწადზე მეტია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ირაკლი არაერთი პრესტიჟული პრიზის და საინტერესო პროექტის ავტორია. მის ნამუშევრებს შორისაა ამერიკის უმაღლესი კლასის გოლფის კლუბების, აბუ-დაბის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების, თუ ჰონგ კონგის უძვირესი რესტორნების დიზაინი.