ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში დაპირისპირება გრძელდება


სახლების ნანგრევებში სავრაუდოდ ადამიანები არიან მოყოლილი

სირიელი აქტივისტების განცხადებით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში საჰაერო თავდასხმას სულ ცოტა 18 ადამიანი ემსხვერპლა. პარალელურად, დამასკოს გარეუბანში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა და ხუთი ადამიანი მოკლა.

ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სახლების ნანგრევებში, სავარაუდოდ, ადამიანები არიან მოყოლილი.

გაეროს ელჩის ლაქდარ ბრაჰიმის განცხადებით, იგი ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რათა შეუძლებელი მისია შეასრულოს და სირიაში მიმდინარე კრიზისის დარეგულირებას შეუწყოს ხელი.

XS
SM
MD
LG