ერთ თვეზე მეტია, რაც თბილისში საკუთარ სახლთან, ამ დრომდე, დაუდგენელმა, უცნობმა პირებმა, სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სასტიკად სცემეს. თავდასხმელებმა ბერძენიშვილს ცხვირი გაუტეხეს, მას ოპერაცია დასჭირდა.უფრო სერიოზულ დაზიანებებს აქტივისტი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ სახლიდან გამოსულს მოტოს ჩაფხუტი ეკეთა.
„ამერიკის ხმის" ჟურნალისტთან ზაზა წულაძესთან ინტერვიუში ზუკა ბერძენიშვილი ამბობს, რომ როგორც სხვა აქტივისტებზე თავდასხმისა და ძალადობის შემთხვევებში, აქაც, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს, დაზარალებულ მხარეს მტკიცებულებებს არ აცნობს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ თავდასხის დაგეგვმა და ორგანიზება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განახორციელა.
„ოცნების“ ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით, მოქალაქეების ცემას ტრადიციულად უარყოფს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ რომ ბერძენიშვილის საქმეზე გამოძიება დაწყებულია.
როგორ მიმდინარეობს, თქვენზე განხორციელებული თავდასხმის საქმის გამოძიება? როგორც ვიცი დაზარალებულის სტატუსი მოგანიჭეს, მტკიცებულებების გაცნობაზე კი უარს გეუბნებიან, რა მოლოდინი გაქვთ?
ცხადია, საქმის გამოძიება ჭრიალ-ჭრიალით მიმდინარეობს. ამ პროცესს, დავარქმევდი რომ უფრო არ იძიებენ. არ დაგიმალავთ, რომ ჩემი მოლოდინი ზუსტად ასეთი იყო, რაც ახლა ხდება, რომ არ გამოიძიებდნენ… რას გამოიძიებენ, როცა ამათი დაგეგმილი და განხორციელებულია?!
მათი მოლოდინი, როგორც ჩანს იყო, პრიმიტიული გათლა იმაზე, რომ რადგან ყველამ ვიცით, რომ ასეთ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამოძიებით დიდად თავს არ მოიკლავდნენ, ყველამ ვიცით, რომ მათაც (პოლიციას) და „ტიტუშკებსაც“ ზემდგომი ერთი და იგივე ჰყავთ, ჩვენ, თავდასხმის ობიექტები, მალე გავეშვებით ამ საქმეს და ასე გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას. ამიტომ, ძალიან დიდი დაბნეულობაა ჩემი საქმის გამომძიებლებში იმის გამო რომ ამ საქმეს თავსს არ ვანებებ
მრჩება შთაბეჭდილება, რომ სისტემის და იმ ადამიანების მოლოდინი, რომლებსაც უწევთ, რომ ეს დავალება შეასრულონ ანუ არ გამოიძიონ, რომელთა სახელი და გვარები ჩემს გამოუძიებელ საქმეში დოკუმენტირდება, მათი მოლოდინი, როგორც ჩანს იყო, ცოტა პრიმიტიული გათლა იმაზე, რომ რადგან ყველამ ვიცით რომ ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გამოძიებით დიდად თავს არ მოიკლავდნენ, ყველამ ვიცით, რომ მათაც (პოლიციას) და „ტიტუშკებსაც“ ზემდგომი ერთი და იგივე ჰყავთ, ჩვენ, თავდასხმის ობიექტები, მალე გავეშვებით ამ საქმეს და ასე გავაგრძელებთ ცხოვრებას.
ამიტომ, ცოტა არ იყოს, ძალიან დიდი დაბნეულობაა ჩემი საქმის გამომძიებლებში იმის გამო, რომ მე ამ საქმეს თავსს არ ვანებებ. ეს გამოიხატება იმაში, რომ გაურბიან კომუნიკაციას, ან იძლევიან არაადექვატურ და ურთიერთგამორიცხავ პასუხებს, ძალიან ეტყობათ მოუმზადებლობა.
თავდასხმის შემდეგ, თქვენ მაშინვე დაასახელეთ ავტომანქანის მარკა და ფერი, რომლითაც თავდამსხმელები მოვიდნენ და გაიქცნენ, ამდენი ხნის შემდეგ, სადამდე წაიწია გამოძიებამ?
ყველაფერი ნათელია და აი, რატომ, იმ ადგილიდან სადაც ჩემზე თავდასხმა მოხდა, იმ ადგილამდე, საითკენაც მანქანით გაიქცნენ, ვგულისხმობ, სანამ სადმე გადაუხვევდნენ, არის სულ მცირე 15-მდე სათვალთვალო ვიდეო კამერა მაინც. თავდაპირველად, 2 კვირის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ამ კამერებიდან ჩანაწერების ამოღებას ვერ ახერხებდნენ, სხვადასხვა, ნაირნაირი მიზეზების გამო.
ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არადამაჯერებელია, რადგან ყველას გვინახავს, როცა სისტემა „მოტივირებულია“, რა სისწრაფით ხდება ვიდეოკადრების ამოღება, დამონტაჟება და ფართო აუდიტორიისთვის ჩვენებაც კი.
ჩემს შემთხვევაში თავს ისულელებდნენ, ბოლოს გვითხრეს ასეთი რამ რომ ერთ-ერთი კამერიდან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და თავდასხმის ადგილს მთლიანად ფარავს, ჩანაწერი ამოიღეს. მაგრამ, ახლა მიდის იმის გარკვევა, რომ ამოიღეს თუ ნახეს? თუ თვალდახუჭულმა ამოიღეს? ან, მე როდის შემეძლება ნახვა?!
არადა, სამართლებრივად, რადგან უკვე მაქვს დაზარალებულის სტატუსი მონიჭებული, ყველა მასალაზე, ოპერატიული საქმიანობის გარდა, წვდომა უნდა მქონდეს. არ მაქვს!
ჩემი გამომძიებელი პირდაპირ მეუბნება, რომ მე ვერ ვწყვეტ, ჩემი ზემდგომიც შვებულებაშია და მიგვანიშნებს, რომ სადღაც კიდევ ერთი ზემდგომი აფერხებს ამას. ასე გვეუბნება, პირდაპირ, როდესაც უფლებას მომცემენ, იმ წამს ვიდეოს განახებთო.
რეალურად კი არ არსებობს სამართლებრივად სიტუაცია, რომ მე ეს უფლება, ვიდეოს ნახვის მოსანიჭებელი მქონდეს. მე ეს უფლება გამაჩნია, მაგრამ ეს ადამიანი შსს-დან პირდაპირ ამბობს, რომ რა ვქნა, ეს ყველაფერი ჩემს შესაძლებლობებს აღემატებაო.
თუ სწორად მახსოვს, თქვენ ავტომობილიც ნომერიც ახსენეთ, ამ ინფორმაციის გადამოწმება თუ მოახერხა გამოძიებამ?
დიახ, მე რაც დავინახე, თავდამსხმელები გაიქცნენ, „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით LL290MM. მაგრამ, ამ დრომდე პოლიციას არაფერი არ უთქვამს, სწორად მახსოვდა ეს ნომერი, არ მახსოვდა, გაყალბებული ნომერია?!...ანუ თუ არასწორად დამამახსოვრდა, რატომ არ ამბობენ ვისი მანქანაა? ამაზეც პასუხს არ იძლევიან.
ეს იყო თეთრი „პრიუსი“, ძალიან ჰგავდა ჩვეულებრივ ტაქსს და როდესაც სახლიდან გამოვედი, სწორედ მაგან გამიჩინა განცდა, რომ საფრთხე არ მემუქრებოდა. ბუნებრივია, რადგან მანამდეც იყო მუქარა, ვფრთხილობდი, რომ არ მომხდარიყო ისე, რომ უკნიდან ვინმე თავს დამსხმოდა, როგორც ეს 11 ივნისს მოხდა.
თადარიგს ყოველთვის ვიჭერთ ბუნებრივია, რომ რაიმე ხიფათი ხომ არ არის. შეცდომაში შემიყვანა იმან, რომ „პრიუსი“ ტაქსს მივამსგავსე, პლუს ამას, იქ კიდე იდგა სხვა მანქანა, ვიღაც ადამიანები მოძრაობდნენ და არ ჰგავდა ეს სიტუაცია, რომ ვიღაცა ჩასაფრებული შეიძლება ყოფილიყო.
რამდენი ადამიანი დაგესხათ 11 ივნისს თავს და თუ შეძლებთ მათ ამოცნობას?
თავდამსხმელები იყვნენ სამნი და ერთი, სავარაუდოდ, მძღოლი მანქანაში ელოდებოდათ. რეალურად აღმოჩნდა, რომ ძალიან დიდ გულზე იყვნენ ანუ არ ჰგავდა ეს დამალულ ჩასაფრებას. ყველაზე გამოსაჩენ ადგილას იდგნენ ჩვენ ეზოში, იქ არის ორი ვიდეო კამერა და პირდაპირ, ლამის ეპრანჭებოდნენ ამ კამერებს, იმდენად არ ჰქონდათ განცდა, რომ რაიმე პრობლემა შეექმნებოდათ. ესეც მიღვივებს ეჭვებს, რომ იმ კამერების მეპატრონესთანაც, სისტემა აქტიურ კოორდინაციაშია.
როგორი გადამახსოვრდათ თავდამსხმელები? რაიმე განსაკუთრებული ნიშნებით, ვთქვათ, სპორტული აღნაგობით გამოირჩეოდნენ?
რაც დამამახსოვრდა, დიდად მათი დანახვა არ დამჭირდა რომ დამედგინა, რამდენად სპორტული აღნაგობის იყვნენ. იმიტომ, რომ ძალიან მოკლე დროში შეძლეს, ფიზიკურად გამსწორებოდნენ. დანახვა ბევრის ვერაფრის მოვასწარი,
იმ ადგილიდან სადაც ჩემზე თავდასხმა მოხდა, იმ ადგილამდე, საითკენაც მანქანით გაიქცნენ, სულ მცირე 15-მდე სათვალთვალო ვიდეო კამერაა. 2 კვირის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ ამ კამერებიდან ჩანაწერების ამოღებას ვერ ახერხებდნენ, ბოლოს გვითხრეს ასეთი რამ რომ ერთ-ერთი კამერიდან, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და თავდასხმის ადგილს მთლიანად ფარავს, ჩანაწერი ამოიღეს. მაგრამ, ახლა მიდის იმის გარკვევა, რომ ამოიღეს თუ ნახეს? თუ თვალდახუჭულმა ამოიღეს? ან, მე როდის შემეძლება ნახვა?!
თუ გაქვთ, დიმიტრი ჩიქოვანზე თავდასხმის კადრები ნანახი. ხუთი ან უფრო მეტი ადამიანი უცებ მირბის მასთან, ხელს კრავენ, აქცევენ და მერე, სწრაფად და ძლიერად ურტყამენ და ბოლოს გარბიან, მგონია, რომ თუ ოდესმე პოლიციისგან მომეცა საშუალება, რომ კამერის ეს ჩანაწერი ვნახო, რაღაც მსგავსი ამბავი იყო. ეს თავდამსხმელებიც ფიზიკურად ნამდვილად კარგად იყვნენ მომზადებულები.
როგორც ვიცი, მანამდე თქვენზე თავდასხმა გურიაში, სოფელ ფამფალეთში სცადეს...
დიახ, პირველად, როცა თავდასხმის მცდელობა იყო, გურიაში ვიყავი, რამდენჯერმე დამირეკეს და ჩემს სოფელში, სხვადასხვა ადგილზე ასე ვთქვათ დამიბარეს ანუ შეხვედრას ითხოვდნენ. მე აქეთ „დავპატიჟე“ ჩემს კარ-მიდამოში, მთლად ამდენი ეტყობა ვერ გაბედეს, არ ვიცი.
მეორე დღეს, როცა ურეკში ვაპირებდი, რკინიგზის სადგურზე წასვლას, რო თბილისში ჩამოვსულიყავი, მეზობლებმა მითხრეს, რომ სახლიდან გამოსვლა არ იყო უსაფრთხო, თურმე ვიღაც უცნობები მეძებდნენ, სოფლიდან გასასვლელ გზაზე მათ ერთგვარი „ბლოკ პოსტიც“ კი ჰქონიათ მოწყობილი. პარალელურად, ჩვენს სოფელში პატრულის სამი მანქანა იდგა, არადა თანასოფლელებმა დამიდასტურეს, რომ სამი პატრულის მანქანა სოფელში არასდროს გვინახავსო, რაც აქ ვცხოვრობთო.
სანამ დავიძარი ურეკისკენ, პოლიციას დავურეკე და ვაცნობე რომ ჩასაფრებას მიკეთებდნენ და ხიფათი მელოდა, ეტყობა არ ეგონათ, რო პოლიციაში დავრეკადი, პოლიცია მოვიდა. პატრულის თანამშრომლებმა შეგვაჩერეს, შემდეგ დაიწყეს საუბარი რო აუცილებლად გაგაცილებთ ურეკამდეო, იცოდნენ რომ მატარებელზე მაგვიანდებოდა. შემდეგ დაიწყეს ისევ რეკვები სადღაც, გაგვაჩერეს. ისევ იგივე შთაბეჭდილება შემექმნა რომ ვიღაცეებთან ალაგებდნენ ამ სიტუაციას.
საბოლოოდ, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს, ეტყობა არ სურდათ, „ტიტუშკებიც“ და პოლიციაც ერთ კადრში რო აღმოჩენილიყვნენ. მეც ავდექი, ვუთხარი, აღარ გელოდებით მეთქი, თუ ვერ მეხმარებით და მაინც ვაგვიანებ მატარებელზე, აზრი თქვენი მოსვლის რა არის თქო, წამოვედით, აღარ გამოგვაცილეს და წინ ეს თავდამსხმელებიც აღარ დაგვხდნენ.
ზუსტად თქვენზე თავდასხმის დღეს, პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა პოსტი მოგიძღვნათ, სადაც წერდა რო დეპუტატების ურეკავდით და შეურაცხყოფას აყენებდით. პირველ რიგში მაინტერესებს მართლა აგინებდით თუ არა დეპუტატებს? მეორე, პაპუაშვილის ეს პოსტი და თქვენზე თავდასხმა, უბრალოდ ერთმანეთს დაემთხვა თუ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა?
ცოტა არაბუნებრივია რო პაპუაშვილმა დღეს ამ ფიქრებით და პოსტით დაიწყო, რომლის შემდეგაც, ზუსტად ერთ საათში ჩემზე მოხდა თავდასხმა. ეს კავშირები ჩემი აზრით, არის ძალიან ღია და მკაფიო. თუმცა, იმის ერთი ადგილი მაინც არ აქვთ, რომ ბოლომდე თქვან რო დიახ ჩვენ ვქენით
თავად განსაჯეთ, გურიის ამბები მოგიყევით და ზუსტად იმ დღეს, როცა გურიაში მეძებდნენ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა პარალელურად, იმის სათქმელად, რომ ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ტერორისტები არიანო. მაქედან ერთი კვირის თავზე, როცა უკვე თბილისში ჩამოსულს დამესხნენ თავს, ერთი საათით ადრე, დროში წინ უსწრებდა, პაპუაშვილის პოსტი ისევ ჩვენზე.
ანუ, დილის 9 საათზე, პაპუაშვილს უცებ დაარტყა თავში და ჩვენზე კიდე დაწერა პოსტი რო თურმე დეპუტატებს შეურაცხყოფას ვაყენებდით და ეს თურმე, „დასავლეთიდან დაფინანსებული ექსტრემიზმი და ტერორი“ ყოფილა.
ცოტა არაბუნებრივია რო პაპუაშვილმა დღე ამ ფიქრებით და პოსტით დაიწყო, რომლის შემდეგაც, ზუსტად ერთ საათში ჩემზე მოხდა თავდასხმ?!
ეს კავშირები ჩემი აზრით, არის ძალიან ღია და მკაფიო. თუმცა, ბოლომდე არ ამბობენ, რომ დიახ ჩვენ ვქენით და ეგრე შიშში გვეყოლებით და რაღაცნაირად ცდილობენ გამოძვრნენ და სიმართლე დამალონ.
რაც შეეხება ე.წ „რუსული კანონის“ მხარდამჭერ დეპუტატებთან რეკვებს, იყო თუ არა გინება თქვენი მხრიდან, როგორც ამას "ოცნების" ხელისუფლება ამტკიცებს?
ამ ბრალდებიდან, მხოლოდ დარეკვის ნაწილი შეესაბამება სიმართლეს. სხვათა შორის, ჩვენ თვითონ გვაქვს ამ ზარების დროს ვიდეოები გადაღებული და რაღაც მომენტში ამას გამოვაქვეყნებთ. მაშინ ვურეკავდით დეპუტატებს, მე პირადად მქონდა სურვილი დამერეკა ჩემს ყოფილ მეგობრებთან, დეპუტატ დავით კაჭარავასთან და დეპუტატ დავით სონღულაშვილთან.
თავდამსხმელები იყვნენ სამნი და ერთი, სავარაუდოდ, მძღოლი მანქანაში ელოდებოდათ. არ ჰგავდა ეს დამალულ ჩასაფრებას. ყველაზე გამოსაჩენ ადგილას იდგნენ ჩვენ ეზოში, იქ არის ორი ვიდეო კამერა და პირდაპირ, ლამის ეპრანჭებოდნენ ამ კამერებს, იმდენად არ ჰქონდათ განცდა, რომ რაიმე პრობლემა შეექმნებოდათ
ორივე კარგად მიცნობს და რაც ქვეყანა გაყიდეს ზარებზე აღარ მპასუხობენ. როცა მათ არ მიპასუხეს, სხვებს დავურეკეთ და რო გამოვაქვეყნებთ ამ ვიდეოს, დარწმუნდებით რა ტიპის საუბარი იყო, იყო იქ გინება თუ არა.
ვფიქრობ, რაც გავაკეთედ ეს იყო მინიმუმი დისკომფორტი იმასთან შედარებით, რასაც მათ ახლა უნდა ვუქმნიდეთ. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ზარების მერე გაღიაზიანდნენ იმდენად რომ „საცემების სიაში“ შეგვიყვანეს, რაც ჩვენთვის დიდი პატივია. ცოტა გვწყინდა რომ მანამდე ამ „სიაში“ არ ვიყავით.
რით ახსნით იმას, რომ იგივე შალვა პაპუაშვილი, „ოცნების“ სხვა ლიდერები პირადად თქვენ გესხმიან თავს, ბრიფინგზე იქნება თუ სოციალური ქსელით, თან მუდმივად გაახსენებენ „სირცხვილიასთან“ ერთად, რომლის წევრი, როგორც ვიცი დიდი ხანია არ ხართ...
ამას მიზანმიმართულად აკეთებენ, მათი პროპაგადის ნაწილია. პაპუაშვილს ხუთჯერ მაინც ვუპასუხე, მაგრამ მაინც ავრცელებს დეზინფორმაციას. მე და სალომე ბარკერი მაგალითად, მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები ორი წელია აღარ ვართ.
მაგრამ ეგ ამბავია, რომ პაპუაშვილს „სირცხვილია“ ხელზე აქვს დახვეული - ეს კარგად ჯდება, მათ მიერვე აწყობილ „ნარატივში“, რომ თითქოს „დასავლეთი აფინანსებს დესტრუქციულ ძალებს, მის ახალგაზრდულ ფრთას, ექსტრემიზმს და რადიკალიზმს“ და ამ სისულელეს, ასე ვთქვათ, „აწვებიან ბოლომდე“, რადგან ხარჯი გაწეულია.
ჩემზე და სალომეზე გამორჩეულ იერიშს, მაინც ამ ზარების შემდეგ, შურისძიების მომენტით ვხსნი, ძალიან გამწარდნენ და ასე გადამიხადეს სამაგიერო. ეტყობა თქვეს, რომ ბარემ „სირცხვილიას“ გაშავების საფარქვეშ, ბერძენიშვილს და ბარკერსაც ვურტყათ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით.
ორი თვე გავიდა, რაც ე.წ რუსული კანონი მიიღეს, სექტემბერში, რუსეთის მსგავსად, აქაც ამოქმედდება „უცხოელი აგენტების“ რეესტრი... როგორ უყურებთ ამ სიტუაციას? კიდევ იქნება დიდი პროტესტი თუ ["ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ }ივანიშვილმა თავისი მაინც გაიტანა?
ცხადია, ეს ხელისუფლების ილუზიაა, რომელსი იძულებულია თავის მხარდამჭერებთან ერთად, რაღაც სიმულაციაში იცხოვროს, ეს შეხედულება აბსოლუტურად რეალობას არის მოწყვეტილი. ისინი ამაში არაერთხელ გაშიფრულან.
ყველაფერი ახლა იწყება! თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ წინ ძალიან რთული პერიოდი ელით, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ბევრად რთულია მათი ყოფა, ვიდრე მათთან დაპირისპირებული, გაერთიანებული და ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოებისა
ბოლოს, მაშინ როცა ფეხბურთის გამო საზეიმოდ შეკრებილი, აბსოლუტურად ჭრელი საზოგადოება პრემიერის გამოსვლისას იწყებს შეძახილებს და იქვე პრეზიდენტის გამოსვლისას იწყებს ოვაციებს.
ერთხელ, ეს რეაქცია უკვე განიცადა [პრემიერ-მინისტრმა ირაკლი] კობახიძემ გაზაფხულზე და მაინც არ იჯერებენ, რომ თითქოს გიჟდება ხალხი კობახიძეზე და 80%-იანი მხარდაჭერა აქვთ, აი, ასე სულელურად, ბოლომდე, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგებიან, ამ მდგომარეობაში იგდებენ თავს.
აქაც მგონია, რომ ეს ტყუილი, ახლა ივლისში, ევროპის ჩემპიონატის დროს, სანამ არც გამოძიება მიდის წინ და არც კონკრეტული პოლიტიკური მოვლენა ან თარიღი არ არის, თუ ოდნავ, დაიწია, დაცხრა ვნებები, საჯარო დისკუსიების დროს, ამ რუსული კანონის მიმართ, თურმე გადაგორებულა, მორჩენილა და დამთავრებულა.
ყველაფერი ახლა იწყება! თვითონ ძალიან კარგად იციან, რომ წინ ძალიან რთული პერიოდი ელით, იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ბევრად რთულია მათი ყოფა, ვიდრე მათთან დაპირისპირებული, გაერთიანებული და ერთ მუშტად შეკრული ქართული საზოგადოებისა.